კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოსტიბეში, მეორე დღეა 60 წელს გადაცილებულ ქალს ეძებენ.
გაუჩინარებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანული ოდიშვილი-მიგრიაული სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული პირუტყვის მოსაძებნად გუშინ, შუადღისას წავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
დაკარგულ ქალს ჯერ ოჯახის წევრები და სოფლის მოსახლეობა ეძებდა, შემდეგ კი ძებნაში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.
როგორც , როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამუშაოებში შესაბამის საძიებო ღონისძიებებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ და ძებნა ამ წუთებშიც გრძელდება.