მიწისძვრა ქვემო ქართლში

2021-08-07 09:42:02

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 8:08 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3,9 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.