მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის საძიებო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მამაკაცის ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.
საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.