ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული

2021-08-04 15:28:56

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით ჯიპის ტიპის ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტომობილში შემთხვევის დროს 2 პირი იმყოფებოდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორ "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.