გაუჩინარებული 14 წლის ბიჭი სახლში დაბრუნდა

2021-08-04 12:27:10

ლაგოდეხიდან გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი სახლში დაბრუნდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, 14 წლის ბიჭი 4 დღის წინ სახლიდან წავიდა და მას შემდეგ მასთან დაკავშირებას ვერავინ ვერ ახერხებდა. მოზარდის საძიებო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.