მტკვარში კაცს ეძებენ

2021-08-03 12:19:17

მე-2 დღეა მდინარე მტკვარში მამაკაცს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარის მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე მყვინთავები, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე მტკვარში გალაქტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა.