2021-08-02 19:33:19
ჩხოროწყუს სოფელ ჭოღაში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ხიდიდან გადავარდა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.