2 დღიანი ძებნის შემდეგ კაცი ახლობელთან ნასვამ მდგომარეობში იპოვეს

2021-08-02 17:25:20

აბაშაში თხილის საკრეფად წასული მამაკაცი, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, იპოვეს.

აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი სამართალდამცავებმა ნასვამ მდგომარეობაში სენაკში ახლობელთან იპოვეს.

კაცის სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულები, ახალგაზრდას მყვინთავები ტბაშიც ეძებდნენ.

ცნობისთვის, ახალგაზრდა კაცი აბაშაში თხილის საკრეფად იყო წასული, ორი დღის წინ გაუჩინარდა. კაცის სამძებრო სამუშაოები თხილის პლანტაციების მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ტბაშიც ეძებდნენ.