ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ახალ პროგრამას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ბინის შესაძენად იპოთეკურ სესხს დაუსუბსიდირებს.
"ქალბატონი ნათია წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ. ეს არის ინიციატივა, რომელიც ეხება სუბსიდირებული სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი ან ისეთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახლად შეძენილი შვილი ან შვილები.
იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის ასევე კერძო სახლის შეძენა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.