საქართველოში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელებში გაუჩინარებული ქალის მეგობრები ავრცელებენ.
"ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ თავს დაესხნენ. პოლიციამ მისი ტელეფონი მთაწმინდის ტერიტორიაზე იპოვა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, თუმცა სიახლე, ჯერჯერობით, არაფერია",- წერს გაუჩინარებული ქალის მეგობარი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
თუ დაინახეთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დარეკეთ ნომერზე: 591321876