მეგობრობის გამზირზე, კერძო ავტოპარკის ტერიტორიაზე, მამაკაცის მიერ ძაღლის მკვლელობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. მომხდარი არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა მეგობრების“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მათი მთავარი მოთხოვნა იყო მამაკაცის დასჯა მხოლოდ ჯარიმის დაკისრებით არ შემოიფარგლოს და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. „ჩვენ გვინდა შეიქმნას პრეცედენტი და ცხოველისადმი სასტიკად მოპყრობა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით“ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. აღნიშნული მოთხოვნით მათ სამართალდამცავებსაც მიმართეს, თუმცა როგორც მათ განაცხადეს, სამართალდამაცავებმა მათ მიმართა გულგრილობა გამოიჩინეს და საქმესთან დაკავშირებით, პრესსამსახურთან დაკავშირება სთხოვეს. ნახეთ ვიდეო.