რუსთავში სამ ლოკაციაზე ახალი საბავშვო კუთხე მოეწყობა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა ატრაქციონებისა და თუ საბავშვო გასართობი კონსტრუქციების გასაკეთებლად 118 000 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.
საბავშვო კუთხეების მოწყობა მე-12 მიკრორაიონის N35, ახმეტელის N4 და თოდრიას N13 კორპუსებთან იგეგმება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.