ელ. ენერგია შეიზღუდება

2017-08-01 21:50:40

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აგვისტოს ღამის 03:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 40788 აბონენტს ქ. რუსთავის მარჯვენა სანაპიროზე მთლიანად და მარცხენა სანაპიროზე მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 19:00 საათამდე 1526 აბონენტს გამარჯვებაში, გარდაბნის ნაწილში, ქ. რუსთავში მეგობრობის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში."