"შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა"

2021-07-23 15:12:35

"შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამე დადისო? გამოჩნდა თურმე, ღამე დადიოდა ხომ ვირუსი? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო ხომ?! ამ შეზღუდვებს ჰქონდა თავისი აზრი მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის ალტერნატიული გზები თავის დაცვის. ალტენატიული გზა დღეს არის პირველ რიგში, ვაქცინა, მეორე რიგში არსებული რეგულაციები. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის და არსებული რეგულაციების დაცვით შეზღუდვები აღარ დავაწესოთ. დღეს მთავარი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება დროულად აიცრას".

- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.