რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ საცხოვრებელი კორპუსის ძველ ლიფტებს ახლით ჩაანაცვლებენ.
საერთო ჯამში საუბარია 67 ლიფტზე.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 2 820 000 ლარი დაიხარჯება.