გვიან ღამით ხანძარი იყო XIX მიკრო-რაიონის #22 კორპუსში. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კორპუსის თავმჯდომარის თქმით ცეცხლი მესამე სართულის აივანზე, ნაჭრებს გაუჩნდა, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. დაიწვა აივანზე არსებული ნივთები და ხის კარები. გავრცელებული ინფორმაციით ზედა სართულებიდან ისროლეს სიგარეტის ნამწვი რომელიც აივანზე, თოკზე გაფენილ ნაჭრებს დაეცა რის შემდეგაც გაჩნდა ცეცხლი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.