ტურნირი ფეხბურთში

2017-07-31 20:27:59

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე ამირან გაჩეჩილაძის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ცენტრისა და ცამეტუბნის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ცენტრის უბანმა ანგარიშით 1:0 მოიპოვა. გუნდები სამახსოვრო სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, თამაშის ბოლოს სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებული 4 ფეხბურთელი გამოვლინდა, რომლებიც სპორტული მაღაზიის 200 ლარიანი ვაუჩერებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა გენგაშვილმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ავთანდილ ჯანხოთელმა დააჯილდოვეს. ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი სოფელ სართიჭალაში ყოველწლიურად ტარდება.