რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-07-19 23:54:26

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში: მე-17, მე-14 მიკრორაიონში, ლეონიძის, მესხიშვილის, სტამბულის ბაზრის, ბალანჩივაძის, გარეჯის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში