რუსთავი-თბილისის ავტობანზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

2021-07-19 18:17:10

რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ავარიის გამო შეფერხებულია მაგისტრალზე გადაადგილება და ავტომობილებს საცობში დგომა უწევთ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.