გუშინ "ინფო რუსთავს" მესხიშვილის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ და ახლადრეაბილიტირებული სტადიონის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილზე მისულ ჟურნალისტს კორპუსის მაცხოვრებლებმა განუცხადეს რომ ფეხბურთის მინი სტადიონის რეაბილიტაცია გასული წლის მარტის თვეში მოხდა, თუმცა სპორტული მოედანი უხარისხოდ გაკეთდა და კონსტრუქცია ყოველ დღე იშლება. მათივე თქმით მიუხედავად იმისა რომ არ იყო ძლიერი ქარი, გუშინ სტადიონის ღობის კიდევ რამდენიმე დეტალი ჩამოვარდა. ნახეთ ვიდეო.
ქალაქის ინფრასტუქტურის სამსახურში ფაქტის შესახებ ჩვენგან გაიგეს, მათ "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ჩვენი თანამშრომლები დღეს მივლენ, ადგილზე შეისწავლიან ფაქტს, თუ არ აღმოჩნდა მექანიკური დაზიანება მაშინ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება რომ საგარანტიო ვალდებულების მიხედვით აღადგინოს სტადიონი, მაგრამ თუ ეს აღმოჩნდა მექანიკური დაზიანება, ანუ კონსტრუქციის დააზიანა მოხდა უცნობი პირების მიერ ძალისმიერი მეთოდებით, მაშინ ქალაქის თვითმმართველობა ეცდება აღადგინოს სტადიონი საკუთარი ძალებით. აქვე ინფრასტრუქტურის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს რომ გაუფრთხილდნენ და შეინარჩუნონ არსებული ინფრასტრუქტურა."