რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, 60 წლის მამაკაცსა და მის 62 წლის მეუღლეს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. მამაკაცი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით მამაკაცი დააკავეს.