რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ განუცხადა, აღნიშნული სკვერის მოსაწყობად დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებენ, რისთვისაც დამტკიცებული პროექტი უკვე გადაეგზავნა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
სკვერის მოსაწყობად 1 280 000 ლარია საჭირო.
ზაზაძის თქმით, სკვერში მოეწყობა საბავშვო-გასართობი, სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, გარე განათება, გაზონი და დაირგვება ხე მცენარეები.