დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით ჩქაროსნულ მაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდა. მგზავრი რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა აღნიშნავს რომ ავტომობილები უკვე თითქმის 1 საათია საცობში არიან. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ავარიის შედეგად დაშავებულების შესახებ. "ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.