მოსალოდნელია ჰაერის მაღალი ტემპერატურა

2021-07-17 01:28:29

17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.

მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 ივლისი +35°C, 18 ივლისი +37°C, 19 ივლისი +39°C, 20 ივლისი +40°C.