ეპიდვითარება რუსთავში

2021-07-17 00:19:50

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 25 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 142 პირი შემოწმდა.

მათ შორის 3 პირს ვირუსი სპრ კვლევით დაუდასტურდა.

კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 166 პირი გამოიკვლიეს.