საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში

2021-07-16 22:40:33

საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ქვირია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რა გახდა გათავისუფლების მიზეზი, ამ კითხვით ჩვენ ჯერ ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას, შემდეგ კი ნინო ქვირიას მივმართეთ:

- გიდასტურებთ, მოხდა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის გათავსუფლება
- რა მიზეზით მოხდა გათავისუფლება
- სამსახური სპეციფიკურია, 33 სოციალური პროგრამაა, რაც მოსახლეობისთვის სოციალური სერვისის გაწევასთანაა დაკავშირებული და მათ საჭიროებებზეა მორგებული. გარკვეული ხარვეზების, ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე და იმ ვალდებულებების შეუსრულებლობების გამო,  რაც ამ საკმაოდ რთულ სამსახურს აქვს დაკისრებულუი, მივიღეთ გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის  გათავისუფლების შესახებ.
- ვინ შეცვლის?
- ეს არ იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილება, გარდა ამისა, ასეთი ადამიანი კონკურსის წესით განისაზღვრება. ამ ეტაპზე მოადგილე შეასრულებს მის მოვალეობას.
- მოხდა თუ არა ნინო ქვირიას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
- არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ვინმე ჩვენ პოლიტიკური ნიშნით გაგვეთავისუფლებინოს
- რა ვერ შეასრულა
- ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის იმ სოციალური პაკეტების სწორედ მიწოდება მოსახლეობაზე რომელზეც რამდენიმე მილიონს ხარჯავს რუსთავის მუნიციპალიტეტი, ამას სჭირდება მეტი ეფექტური მართვა, რომ მოსახლეობამ მისი საჭიროების ადექვატური მომაახურება მიიღოს. ესაა ძირითადი მიზეზი რის გამოც გადაწყვეტილება მივიღეთ

- ქალბატონო ნინო რა მიზეზით გაგათავისუფლეს
- 202 გვერდია, ვერ წავიკითხე ჯერ მაგრამ მაგათ საქმის წარმოება დაწყებული ჰქონდათ კონფლიქტი სამსახურში, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენე თანამშრომელსო. ამ უსამართლო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ და აუცილებლად ჩემ სიმართლეს დავამტკიცებ. ეს არის ნინო ლაცაბიძის გადაწყვეტილება, რომელიც ერევა თვითმმართველობის გადაწყვეტილებებში. ჩემ ადგილზე უნდოდა მისი წრიდან დაენიშნა. აუდიტის გადაწყვეტილებით გამათავისუფლეს
- აუდიტის გადაწყვეტილებაში რა წერია
- ის რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე თანამშრომელს, მაგრამ ეს იყო დადგმული სპექტაკლი. 29 პროგრამაში სამართლებლივი დარღვევა ვერ ნახეს

არსებული ინფორმაციით სოციალური სამსახურის ხელმძღვანელსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შორის უთანხმოება უფასო სასადილოების ტენდერს მოჰყვა. ვერ მოხერხდა ტენდერის წლის დასაწყისში გამოცხადება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა გაჭიანურდა რის გამოც გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ნინო ქვირია აცხადებს რომ ახალ კომპანიას, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა არაადეკვატურად დაბალი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი რის გამოც მას ეჭვი შეეპარა რამდენად ხარისხიანად მოემსახურებოდა სოციალურად დაუცველებს.

გარდა ამისა არსებული ინფორმაციით სამსახურს გასულ წელს გარკვეული თანხა ასათვისებელი დარჩა. 2021 ბიუჯეტიდან ერთ პირთან მოლაპარაკებით სოციალურად დაუცველი ბენეფიციალების კვებისთვის დაიხარჯა ბევრად მეტი ვიდრე იყო განსაზღვრული, ეს გამოიწვია სოციალური სამსახურის არაეფექტური მუშაობით, სწორედ მსგავსი ბრალდებები ჟღერდებოდა ნინო ქვირიას მისამართით. საბოლოოდ კი რამდენიმე თვიანი უთანხმოება სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებით დასრულდა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდება რამდენად ხარისხიანი პროდუქტით იკვებებიან სოციალურად დაუცველები უფასო სასადილოებში.