რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე დღეა მელია ბინადრობს. [video\ვიდეო]
ფაქტის შესახებ ადგილობრივებმა ინფო რუსთავს უამბეს და მეტი დამაჯერებლობისთვის ვიდეო-მასალაც მოგვაწოდეს.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, მელია ძირითადად სახლის სახურავზე ბინადრობს, თუმცა ღამის საათებში სადარბაზოშიც გადაადგილდება.
ცხოველთა უფლებადამცველი სალომე ჭელიძე შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ როგორც მოსახლეობის ინტერესები ასევე ცხოველთა უფლებებიც უნდა იყოს დაცული.