რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ახალ ხიდთან მიმავალ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. [video\ვიდეო]
„ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილში შემთხვევის დროს 2 ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტისას არავინ დაშავებულა. მათ დროულად მოახერხეს მანქანიდან გადმოსვლა.
ცეცხლს ადგილობრივები საკუთარი ძალებით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში აქრობდნენ.
ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ელექტრო სადენები გახდა.