ავტოსაგზაო შემთხვევა XIX მიკრო-რაიონში, გზაჯვარედინზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი, 2 მსუბუქი და 1 მიკროავტობუსი დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.