უბედურ შემთხვევას 29 წლის რუსთაველი ემსხვერპლა [photo]

2021-07-13 00:34:39

უბედურ შემთხვევას რუსთაველი კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 29 წლის გიორგი ჩოხელი თბილისის ზღვაზე იმყოფებოდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა წყალში შეცურა, თუმცა გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

როგორც "ინფო რუსთავს" გიორგი ჩოხელის ნათესავი, ქეთი ზურაბაშვილი უყვება, ახალგაზრდა წყლიდან მაშველებმა გამოიყვანეს. მას ნაპირზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა 29 წლის რუსთაველი რამდენიმე საათში რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.