რუსთავში ერთადერთი მიწისქვეშა გადასასვლელია რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა თუმცა გადასასვლელით რუსთაველები არ სარგებლობენ. მიწისქვეშა გადასასვლელი ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელშია განთავსებული და მისი მიზანი იყო მიწისზედა გადამსვლელთა რაოდენობის შემცირება. გვირაბით რუსთაველებს თითქმის არასდროს უსარგებლიათ, არსებული ინფორმაციით თავდაპირველად გადასასვლელში წყალი იდგა, მისი ამოტუმბის შემდეგ კი ადგილი კეთილმოაწყვეს და მეიჯარემ გადაწყვიტა კომერციული დანიშნულებით გამოეყენებინა. სამწუხაროდ აღნიშნული ტერიტორია არც კომერციული დანიშნულებით გახდა მიმზიდველი, ამ მომენტისთვის კი მიწისქვეშა გადასასვლელი თითქმის უფუნქციოდ არის დარჩენილი.