ეპიდვითარება რუსთავში

2021-07-11 22:22:09

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 10 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 63 პირი შემოწმდა. მისივე თქმით, ტექნიკური შეფერხების გამო, კვლელვა მცირე რაოდენობით პაციენტებს ჩაუტარდათ.