რუსთავის მერია N4, N17, N18, N20, N21 და N31 ბაგა-ბაღების ეზოების მოწესრიგებას გეგმავს.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა.
6 ბაღის ეზოს მოსაწესრიგებელი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტიდან 699 955 ლარია გამოყოფილი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 60 დღის ვადაში ევალება, რომ აღნიშნული ბაღების ეზოებში რეაბილიტაცია ჩაუტაროს ასფალტის საფარს, მოაწყოს ბორდიურები და საკანალიზაციო ქსელი.