რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ელექტრო ენერგია არ აქვს 21-ე მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელ. ენერგია აბონენტებს ავარიულად გაეთიშათ და კომპანიის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობენ.
მათი განცხადებით ელექტრო ენერგიის მიწოდება აბონენტებს ერთ საათში აღუდგებათ.