მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-07-10 02:03:40

14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 ივლისი +26°C, 11 ივლისი +32°C, 12 ივლისი +36°C, 13 ივლისი +35°C.