რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა [video]

2021-07-08 00:03:00

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ნისანი" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 18 წლის ბიჭმა ავტომობილს გადაურბინა, რა დროსაც მოხდა შეჯახებაც.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და მოზარდი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა განუცხადა

"პაციენტი შემოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ფეხით მოსიარულეს დაეჯახა ავტომობილი. გარეგნული დათვალიერებით აღენიშნება ორივე ზემო კიდურის ტრავმები და მენჯის დაჟეჟილობა. ამ დროისთვის არის ემერჯენსის განყოფილებაში და უტარდება კვლევები",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ხათუნა რევაზიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები