წყლის მიწოდება შეიზღუდება

2021-07-06 16:45:42

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

7 ივლისს, რუსთავში, ტოლსტოის ქუჩა N23-ში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,  11:00-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჭყონდიდელის დასახლებას.

კომპანიის ცნობითვე, მე-19 მ/რ-ს N12-ში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07 ივლისს, 16:00-დან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

მე-19 მიკრორაიონს.