რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს დეპუტატები და საკრებულოს აპარატის უფროსი, არჩილ ძამაშვილი ესწრებოდნენ.
„ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დღის წესრიგის ნაწილია. სამინისტროს ყურადღების ცენტრში ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და აქ არსებული გამოწვევებზე სათანადო რეაგირება გახლავთ. ატმოსფერულ ჰაერზე მუდმივმა მონიტორინგმა საშუალება მოგვცა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შეგვემუშავებინა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქალაქ რუსთავისთვის, სადაც გაწერილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები, მისი განხორციელების ვადები და პასუხისმგებელი უწყებები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.