რუსთავში გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაზის მილი მშენებლობის დროს დაზიანდა.
ადგილზე სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს დაზიანებული მილის დალუქვა.
მისი თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება ერთი საათით მხოლოდ რამდენიმე კომერციულ ობიექტს შეუწყდება.