პოლიციის ავტომობილი დაამტვრიეს [photo]

2021-07-05 15:17:46

ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციის ავტომობილი დაამტვრიეს.

ისინი განსაკუთრებულად აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ. ნაცემია 20-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი. მედიის წარმომადგენლების ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ინფო რუსთავის გადამღებ ჯგუფს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. დაზიანებულია ვიდეო კამერები და პირდაპირი ჩართვის აპარატურა.