"ინფო რუსთავისთვის" ცნობილი გახდა რომ "ქართული ოცნება" რუსთავის მერობის კანდიდატად სავარაუდოდ ირაკლი ტაბაღუას დაასახელებს. ირაკლი ტაბაღუა დაიბადა 1974 წლის 23 აგვისტოს ქალაქ რუსთავში. ჰყავს მეუღლე და 3 ვაჟი, ცხოვრობს რუსთავში. პროფესიით ეკონომისტია, სამუშაო გამოცდილება: სხვადასხვა დროს იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრების (ფოთი, ქუთაისი, ბათუმი) ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ამჟამად მუშაობს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე.