2021-07-02 22:38:21
ძველ რუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი დონეცკელ-მეტალურგთა ქუჩის მიმდებარედ ხმელ ბალახს გაუჩნდა და მალევე ტერიტორიაზე არსებულ მცენარეებზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.