რუსთავში, შარტავას გამზირზე არსებული ელიტ ელექტრონიქსის მაღაზია გაქურდეს. [video/ვიდეო]
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია 5 ცალი ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.
დაზიანებულია მაღაზიის კარი, სავარაუდოდ სავაჭრო ობიექტში ახალგაზრდა მამაკაცმა შესვლა სწორედ კარის დაზიანებით მოახერხა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.