კაფე-ბარი გაქურდეს

2021-07-02 12:03:27

ზუგდიდში კაფე-ბარი გაქურდეს. წაღებულია 2 ლეპტოპი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ასევე უცნობია, თუ როგორ შეძლო მძარცველმა კომბინატის დასახლებაში მდებარე კაფე-ბარის ტერიტორიაზე შეღწევა.

ფოტო არ ასახავს რეალობას