როგორ ამოვიცნოთ ინდური შტამი

2021-07-02 11:54:48

სურდო და თავის ტკივილი: რითი განსხვავდება ე.წ. ინდური შტამი კლასიკური კოვიდისგან - ექიმები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ: ახალ კორონავირუსს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს.

კორონავირუსის კლასიკური სიმპტომები შემდეგია :

ხველება

მაღალი სიცხე

სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა

 

ახალ შტამს კი თან შეიძლება ახლდეს:

თავის ტკივილი

ყელის ტკივილი

ძლიერი სურდო

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სიმპტომები უნდა განვიხილოთ სხვა მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირების დროს ახასიათებთ. ვინაიდან, თითოეულ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომს ცალ-ცალკე შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს.

როგორც Zoe Covid Symptom Study კვლევის ავტორი თიმ სპექტორი აღნიშნავს, ახალგაზრდებს, რომლებიც ე.წ. ინდური შტამით არიან ინფიცირებულნი, შესაძლოა ეგონოთ, რომ მათ უბრალოდ ძლიერი გაციება აქვთ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თავად ინფიცირებულებმა შესაძლოა, დიდი დისკომფორტი ვერ იგრძნონ, ისინი სხვა ადამიანების ჯანმრთელობისთვის იქნებიან საფრთხის შემცველნი. სამედიცინო სფეროს სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას კოვიდტესტირება ჩაიტარონ.

"ჩვენი გზავნილი ასეთია - თუ ახალგაზრდა ხართ, მაშინ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, მოგეჩვენოთ, რომ მსუბუქი სიმპტომები გაქვთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია ან ოდნავი სისუსტე, მაგრამ გთხოვთ, არ გახვიდეთ სახლიდან და გაიკეთეთ კორონავირუსის ტესტი," - აცხადებს პროფესორი თიმ სპექტორი.

ათასობით ადამიანის მეშვეობით, რომლებიც მობილურ აპლიკაციაში თავის სიმპტომებს არეგისტრირებდნენ, პროფესორი სპექტრის გუნდის მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით, პროფესორმა დაასკვნა, რომ კლასიკური კოვიდის სიმპტომები დღესდღეობით სულ უფრო იშვიათად გვხვდება.

თუ დაავადებას, როგორც წესი, თან ახლავს მაღალი სიცხე, ამ შემთხვევაში ყნოსვის დაკარგვა 10 ყველაზე დამახასიათებელ სიმპტომშიც აღარ შედის.