პაატა მხეიძს ახალი ინიციატივა

2017-07-27 20:34:43

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ მის მიერ პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დკავშირებით „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა - „პროექტმა ჯერ საკომიტეტო მოსმენა გაიარა, წინ სასესიო და ბიროს სხდომებია, სადაც იმედია დადებითად გადაწყდება ახალი ინიციატივა. პროექტის მთავარი მიზანი საზოგადოების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ზრდაა. ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ქალაქის მერები ერთპიროვნულად ვეღარ შეძლებენ მოადგილეებისა და მერის წარმომადგენლების დანიშვნას. პროცესში ჩაერთვება საკრებულო და საკრებულოს სხდომაზე განიხილება მოადგილეებისა და მერის წარმომადგენლების დამტკიცება არ დამტკიცების საკითხი. სექტემბერის დასაწყისში პირველი სხდომები გაიმართება სადაც გავა საკითხი, თუ ყველაფერი გეგმიურად განვითარდა შესაძლებელი იქნება კანონპროექტი არჩევნებამდე დამტკიცდეს და შესაბამისად ახალ მერს ახალი კანონით შეეძლება იხელმძღვანელოს”.