პირველი საგამოცდო დღე დასრულდა

2021-07-01 17:01:58

პირველი საგამოცდო დღე ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე დასრულდა.

როგორც რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა "ინფო რუსთავთან" განაცახდა, წინა წლებთან შედარებით ტესტი გართულებული არ იყო.

რაც შეეხება დროს, აბიტურიენტების სრულმა უმრავლესობამ მეტ-ნაკლებად დროში ჩატევა მოახერხა.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, პირველმა საგამოცდო დღემ რუსთავში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მისივე ინფორმაციით, ტემპერატურა დაუფიქსირდა ერთ აბიტურიენტს, რომელმაც გამოცდა სარეზერვო საგამოცდო სივრცეში განაგრძო.

დღეს რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ორივე სესიაზე, 622 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც 18 არ გამოცხადდა. არ დაფიქსირებულა დაგვიანებისა და გამოცდიდან მოხსნის შემთხვევა.

კოვიდ19 არ დადასტურებია რუსთავის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებულ არცერთ აბიტურიენტს.