რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება

2021-07-01 11:29:24

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს .

1 ივლისს, რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მე-19 კმ-ზე  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,  11:30-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ჩოხელის, დოლიძის და გონაშვილის ქუჩებს.