1 ივლისიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს.
კომპანია რუსთავის წყალი, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების დაცვითა და გათვალისწინებით, 1 ივლისიდან სერვის ცენტრში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებს.
კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება რუსთავის წყლის სერვის ცენტრში.
ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად:
ელექტრონულ ფოსტაზე - online@rwc.ge სერვის ცენტრისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქ ჩათის მეშვეობით