როდის მოვა წყალი

2017-07-27 16:58:38

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "დღეს, 27 ივლისს, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას და მთავარ სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 27 ივლისს, 15:30 საათიდან, წყალმომარაგება შეეზღუდა: ქ. რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, გარდაბნის და მშენებელთა დასახლებებს;

წყალმომარაგება 19:00 საათიდან სრულად აღდგება.

კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს".